Tuesday, April 8, 2014

6-9 დღის რეფლექსია


    სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვახერხე წინა დღეების რეფლექსიის დადება, მაგრამ ახლა ამის საშუალება მაქვს და მინდა აღვნიშნო, რაც გავაკეთეთ. ბუკლეტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. საქმე მართლაც ბევრი აღმოჩნდა, დაგვჭირდა სხვადასხვა რესურსის გამოყენება. გავამზადეთ სტუდენტის ნიმუში, პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე. ბოლო დღეს მოვახდინეთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტირება.
    მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს, ბატონ გიორგი ცინცაძეს იმ დაუღალავი შრომისათვის, რომელიც მან გასწია ჩვენს ჯუფთან მუშაობისას და ვუსურვო წარმატება!

პროექტის პორტფოლიო

 პროექტის პორტფოლიო

Tuesday, April 1, 2014

ბუკლეტი

იხილეთ ბუკლეტი „არაორგანული შემკვრელები. ცემენტი“.

Friday, March 21, 2014

მეორე-მეხუთე დღეების რეფლექსია


     შევქმენით საქაღალდეები საჭირო ინფორმაციისთვის, ვისწავლეთ საიტების დაბუკმარკება, გავეცანით ბროშურების ჩეკლისტებს, პროექტების ნიმუშებს, შევქმენით ბროშურა, განვიხილეთ სხვადასხვა მაგალითი პროექტების შექმნისთვის, გავეცანით დამხმარე ფაილებს რესურსების ჩანართიდან, განვიხილეთ ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი კითხვები, პროექტზე დაფუძნებული მიდგომები, გავეცანით პროექტების დიზაინს პროგრამის ვიუერში. შევინახეთ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

Tuesday, March 11, 2014

პირველი დღის რეფლექსია

დავიწყეთ:

 ინტელის პროგრამის კურსის გაცნობა;
 პროექტების ნიმუშების დათვალიერება,
 გუგლში ბლოგის შექმნა;
 პოსტის დადება.